რაიონის ინფრასტრუკტურა

                               

სასტუმროები დასვენებისა და გასართობი მოედნები,რესტორანი წყალში,კაფეები,თეთრი ტბის დასასვენებელი კომპლექსი ,ამ სერვისებით  ტურისტებს რამდენიმე  წელიწადში მოემსახურება,პროექტის დასრულებამდე რეკრეაციულ ზონაში კვების ობიექტები და საბავშვო კუთხე მოქმედებს.უცხოელ და ქართველ დამსვენებლებს ზაფხულის ცხელ დღეებში თეთრი ტბის პლაჟზე გარუჯვა და დროის სასიამოვნოდ გატარება შეუძლიათ.ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ბარი,კაფეები,კეთილმოწყობილია პლიაჟი,სანაპირო ზოლი,ასევე არის წყლის ტრანსპორტი,წყლის ველოსიპედებიც,აქ არის ფართო არჩევანი.თეთრი ტბის კომპლექსი უკვე 1 თვეა რაც დამსვენებლებს ემსახურება,მიუხედავად იმისა,რომ ტერიტორიის განაშენიანება დასრულებული არ არის,კეთილმოწყობილ სანაპიროსა და კაფეებს,ადგილობრივი მოსახლეობა გასართობად ხშირად სტუმრობს.გლდანის ტბის დასასვენებელი კომპლექსი  35 ჰექტარზეა განლაგებული. ტერიტორიის ნაწილი ასათვისებელია,პროექტის დასრულების შემდეგ რეკრეაციული ზონებისათვის გამოყოფილი ფართობი გეგმის მიხედვით დამუშავდება.გლდანის თეთრი ტბის დასასვენებელი კომპლექსი საბოლოო სახეს 2014 წელს მიიღებს,სანაპიროზე გარუჯვის გარდა აქაურ დამსვენებელს ძალიან მალე სპორტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსითა და გასართობი
ცენტრებით სარგებლობის საშუალება  მიეცემათ.
 


 

No comments:

Post a Comment